სკოლა "ანაბასისი" აქტიურად აგრძელებს პროგრამაში  "EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“  მონაწილეობას და  ღონისძიებების განხორციელებას.  სკოლამ ჩაატარა შიდასასკოლო კონფერენცია, რომელიც  სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა პროექტის "გენდერული მეინსტრიმინგისათვის" ფარგლებში დაგეგმეს. 

პროექტი მოიცავდა გენდერული თანასწორობისა და გენდერული სტერეოტიპების საკითხების განხილვასა და ამ საკითხების ინტეგრირებულ სწავლებას სხვადასხვა საგნის (ქართული, ისტორია და ხელოვნება) ფარგლებში. 

ღონისძიების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ელექტრონულ ჟურნალ ეტალონში.  ვრცლად პროექტის შესახებ იხილეთ აქ.