- დეტალები
- gender ge
- პროგრამები
- ნახვა: 881
USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ მონაწილე ახალგაზრდებისთვის ცხადდება, გენდერული თანასწორობის მიმართულებით მცირე გრანტების კონკურსი.
მცირე გრანტების კონკურსის გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ დაგეგმონ და განახორციელონ პროექტი, რომელიც საზოგადოების და კონკრეტული თემის საჭიროებებს ეხმიანება და რომელიც თანხვედრაში მოდის კონკურსის პრიორიტეტულ მიმართულებებთან.
საგრანტო კონკურსის პირობები:
საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ მონაწილე 14-29 წლის ახალგაზრდებს ან აქტივისტთა ჯგუფს საქართველოს 13 ქალაქიდან (თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ოზურგეთი, გორი, თელავი, ნინოწმინდა, ახალქალაქი, ახალციხე, დმანისი, გარდაბანი და მარნეული);
დაფინანსებული პროექტის განხორციელების დაწყება შესაძლებელია 2023 წლის 15 მარტიდან;
კონკრეტული პროექტის ხანგრძლივობა (საანგარიშო პერიოდის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს (3 თვე);
პროექტების შერჩევა და შეფასება მოხდება სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ;
შესარჩევი კომისია განიხილავს მხოლოდ იმ განაცხადებს, რომლებიც მითითებულ ვადაში და თანდართულ სააპლიკაციო ფორმაში სრულად იქნება წარმოდგენილი.
საგრანტო განაცხადის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 600 ლარს. შესაძლებელია, აპლიკაციების განხილვის დროს, კომისიის წევრებმა აპლიკანტს შესთავაზონ წარმოდგენილ საკონკურსო პროგრამის აღწერაში და ბიუჯეტში გარკვეული ცვლილებების შეტანა.
განაცხადის ფორმა ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად უნდა შეივსოს ამ ბმულზე
- დეტალები
- gender ge
- პროგრამები
- ნახვა: 976
- სხვადასხვა
ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქალთა უფლებები და გარემოსდაცვითი სამართლიანობა“, რომლის ფინანსური მხარდამჭერია გლობალური ალიანსი მწვანე და გენდერული ქმედებისთვის (Global Alliance for Green and Gender Action -GAGGA).
საგრანტო კონკურსის მიზანია სოციალურ და გარემოსდაცვით სამართლიანობაზე მომუშავე ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქალთა არაფორმალური ჯგუფების წახალისება, თავიანთი ძალისხმევა მიმართონ ქალების მიერ ბუნებრივი რესურსების მართვაზე, უპასუხონ სოციალურ და გარემოსდაცვით გამოწვევებს, იქნება ეს კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნება, გარემოს დაბინძურება, ქიმიური უსაფრთხოება, ნარჩენების მართვა, ქალთა უფლება უსაფრთხო, სუფთა და ჯანმრთელ გარემოზე და სხვ.
პროექტების სავარაუდო თემები:
- აღნიშნულ საკითხებზე საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება/ლობირება
- ადვოკატირება, სტრატეგიული კამპანიების დაგეგმვა და ორგანიზება
- გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების დანერგვა ჯგუფებში მწვანე საკითხების მიმართ
- მწვანე საკითხების კვლევა ქალებთან მიმართებაში
- გარემოსდაცვითი სამართლიანობის სფეროში მომუშავე ქალთა ორგანიზაციების და ჯგუფების შესაძლებლობების გაზრდა
- ქალთა ჯგუფების და ორგანიზაციების ერთობლივი კამპანიების ორგანიზება მწვანე საკითხებზე
ქალთა ფონდი კონკურსის ფარგლებში მხარს დაუჭერს პროექტებს:
• რომლებსაც ახორციელებენ ქალები
• რომელთა პირდაპირი და საბოლოო ბენეფიციარები არიან ქალები
ქალთა ფონდი პრიორიტეტს მიანიჭებს საქართველოს რეგიონებში მოქმედი ორგანიზაციების ინიციატივებს, ასევე გარემოსდაცვითი და ქალთა ორგანიზაციების კოალიციურ პროექტებს.
საგრანტო თანხა განსაზღვრულია 5000 ევროს ეკვივალენტი ლარში.
პროექტების ხანგრძლივობაა 8-დან 10 თვემდე. განსახილველი პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 27 იანვარი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2023 წლის თებერვლის ბოლოს.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ აქ.
- დეტალები
- gender ge
- პროგრამები
- ნახვა: 962
- გენდერი და ეკონომიკა, ბიზნესი და მეწარმეობა
„ქალთა ფონდი საქართველოში“ აცხადებს სათემო გრანტების კონკურსს გურიაში, რაჭაში, კახეთსა და იმერეთში არსებული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის. საგრანტო პროგრამა მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს ქალთა და ქვიარ თემის იმ ინიციატივებს, რომლებიც ემსახურება ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კერძოდ, პრიორიტეტული თემები იქნება: ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, აუნაზღაურებელი შრომის ტვირთის შემსუბუქება, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის წახალისება, გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების გაზრდა, შშმ ქალთა უფლებების რეალიზების ხელშეწყობა, მეწარმე ქალთა გაძლიერება, ომის გენდერული ასპექტები.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ საიტზე.
- დეტალები
- gender ge
- პროგრამები
- ნახვა: 1203
- სხვადასხვა
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) აცხადებს კონკურსს სოციალური რეკლამის შექმნაზე პროექტში ჩართული სკოლებისთვის!
კონკურსის მიზანია: სოციალური რეკლამის სიუჟეტის და ვიდეორგოლების შექმნა, რომლებიც განათლებაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, სტერეოტიპების დამარცხებასა და გენდერული განსხვავებების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების განმტკიცებას შეუწყობს ხელს.
გენდერული სტერეოტიპებისა და სუბიექტივიზმის აღმოფხვრისათვის განათლებაში, მნიშვნელოვანია საზოგადოების მაღალი ცნობიერება, პოზიტიური დამოკიდებულება და სოლიდარობა, რაც გენდერული საკითხების სწორი რაკურსით გაანალიზებისა და საზოგადოების ინკლუზიური ხედვის განვითარებით არის შესაძლებელი. კონკურსის ფარგლებში, პარტნიორი სკოლების მოსწავლეებს მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციის, მშობლებისა და ადგილობრივი თემების მხარდაჭერით საშუალება ეძლევათ, შექმნან სოციალური რეკლამა ნებისმიერ თემატიკაზე, რომელიც გენდერული თანასწორობის საკითხებს გაუსვამს ხაზს განათლებაში.
რეკლამის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს, 4D ან რომელიმე სხვა, ანალოგიურ ფორმატში. კონკურსი ითვალისწინებს სარეკლამო რგოლის მომზადებას კონკრეტულ სიუჟეტზე და გადაღებას თუნდაც სამოყვარულო კამერის საშუალებით.
მომზადებული რეკლამა უნდა გამოგვიგზავნოთ თანდართული ფაილის სახით, რომლის მოცულობა არ აღემატება 5 გიგაბაიტს ან ბმულის საშუალებით.
კონკურსი ორგანიზებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) და UNFPA პროექტის „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) მიერ. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პროექტში „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ჩართული სკოლების მოსწავლეებს და მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფებს (საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები).
სარეკლამო რგოლებს შეაფასებენ გენდერისა და საზოგადოებრივი კომუნიკაციის დამოუკიდებელი სპეციალისტები. შეფასების კრიტერიუმები მოიცავს რეკლამის სიუჟეტის და მისი მხატვრულად გადაწყვეტის ხერხების შეფასებას. პროექტის ფარგლებში გამოვლენილი 10 საუკეთესო რეკლამა მიიღებს ფულად ჯილდოს.
სარეკლამო რგოლის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 31 ოქტომბერი.
სარეკლამო რგოლის გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:
- დეტალები
- საიტის ადმინისტრაცია
- პროგრამები
- ნახვა: 984
- სხვადასხვა
„წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: კავშირი „საფარი“, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“, „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“, „არტარეა“ და „ქალთა ფონდი საქართველოში“ ახორციელებს პროექტს „გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
პროექტის ფარგლებში „ქალთა ფონდი საქართველოში“ აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია“. კონკურსი მიზნად ისახავს ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრას.
საგრამტო განაცხადის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით გვერდზე.
- დეტალები
- საიტის ადმინისტრაცია
- პროგრამები
- ნახვა: 1032
- სხვადასხვა
გამოცხადდა განაცხადების მიღება კონკურსის ფარგლებში ქალების მიერ მართული ბიზნესის მხარდასაჭერად.
რეგიონი: მთელი საქართველოს მასშტაბით
პროექტის მიმართულება: სამოქალაქო საზოგადოების განვითარება; ბიზნესი, წარმოება, მრეწველობა, ვაჭრობა; ადამიანის უფლებები;
დამატებულია: 31-05-2022
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 20-06-2022
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს:
- დეტალები
- საიტის ადმინისტრაცია
- პროგრამები
- ნახვა: 1134
- სხვადასხვა
მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამა ემსახურება ქალთა მეწარმეობისა და ბიზნესში მონაწილეობის ხელშეწყობას საწარმოებისათვის საჭირო ფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზით. პროგრამის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესით დაკავებული ქალების დაფინანსებაზე წვდომის უზრუნველყოფა მათი საწარმოების მდგრადი განვითარებისა და სამუშაო ადგილების შემქნის მიზნით; ქალების მიერ მართული მცირე და საშუალო ბიზნესისათვის განკუთვნილი სპეციფიკური, მდგრადი ფინანსური პროდუქტის შექმნა; ქალების მფლობელობაში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საკონსულტაციო სერვისებსა და ნოუ-ჰაუზე წვდომაში დახმარების აღმოჩენა.
ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, შერჩეული პარტნიორი საფინანსო ინსტიტუტები გამოყოფენ 43,4 მილიონი ევროს მოცულობის საკრედიტო ხაზს ქალების მიერ მართული მცირე და საშუალო ბიზნესისათვის სესხის გასაცემად. სესხად გასაცემი თანხის საშუალო მოცულობაა დაახლოებით 15000 ევრო, ხოლო მაქსიმალური მოცულობა – ერთი მილიონი ევრო. დაგეგმილია დაახლოებით 3000 სესხის გაცემა ქალების მიერ მართული მცირე და საშუალო ბიზნესისათვის 12 პარტნიორი საფინანსო ინსტიტუტის მეშვეობით.
წყარო: თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან