- დეტალები
- სიახლეები
- ნახვა: 377
- დეტალები
- სიახლეები
- ნახვა: 393
14 მარტს, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა განათლებაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრის მიზნით, მასწავლებელთა და სტუდენტთა ონლაინ კონფერენციას „გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიკა“ უმასპინძლა.
ღონისძიება ორგანიზებული იყო პროგრამის „ გენდერულად გამართული სწავლება თანაბარი განათლების შესაძლებლობებისთვის”ფარგლებში, რომელიც ნაწილია პროექტის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ და ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის UN Women Georgia და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR).
კონფერენციაზე მონაწილე პედაგოგებს, სტუდენტებს და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსმა მარიამ ჩიქობავამ, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) ხელმძღვანელმა შალვა ტაბატაძემ და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილემ თამარ საბედაშვილმა.
კონფერენციაზე პროექტის მიზნების საზოგადოებისათვის გასაცნობად სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის პროექტის კოორდინატორმა ელენე ჯაჯანიძემ წარადგინა პრეზენტაცია, სადაც მან პროექტის ძირითად ამოცანებსა და გამოწვევებზე, განათლებაში გენდერული თანასწორობის მნიშნვნელობასა და პროექტის „გენდერულად გამართული სწავლება თანაბარი განათლების შესაძლებლობებისთვის” განხორციელების დადებით გავლენებზე ისაუბრა.
კონფერენციის პანელურ სესიაზე მოხსენებები გენდერულად გამართული სწავლებისა და სასკოლო მენეჯმენტის პრაქტიკის შესახებ წარადგინეს პროექტის პარტნიორი სკოლების დირექტორებმა როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ პედაგოგები: თბილისიდან, გურიისა და იმერეთის რეგიონების სკოლებიდან. კონფერენციას ასევე ესწრებდონენ მოწვეული სტუმრები გენდერისა და განათლების საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციიდან, დონორი ორგანიზაციისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
პროგრამა „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და
გენდერული ძალადობის დასაძლევად“, ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR).
- დეტალები
- სიახლეები
- ნახვა: 638
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა პროექტში "გენდერულად მგრძნობიარე პედაგოგიკა" ჩართულ სკოლებთან საკონსულტაციო და შეფასებითი ვიზიტები დაიწყო. სკოლებთან სტუმრობის მიზანია პროექტის ფარგლებში ჩატარებული დირექტორებისა და პედაგოგების ტრენინგების შედეგად გენდერულად მგრძნლობელი სასკოლო პოლიტიკის ცვლილებების ნახვა, დამატებითი კონსულტაცია და სკოლებისაგან პროექტის შესახებ უკუკავშირის მიღება.
რეგიონალური ვიზიტების ფარგლებში უკვე რამდენიმე სკოლას ვესტუმრეთ. სკოლის მოსწავლეებისა და ადმინისტრაციის თანხმობით გიზიარებთ ოზურგეთის N4 საჯარო სკოლაში გადაღებულ ფოტო -მასალას და სკოლის მიერ განხორციელებულ-დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოკლე ინფორმაციას:
სკოლა მას შემდეგ, რაც პროექტში ჩაერთო აქტიურად გახდა გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გამტარებელი: სკოლის ადმინისტრაციამ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნების პედაგოგებმა უკვე ჩაატარეს თემატური დისკუსია-დებატები ადრეული ქორწინების, საქართველოში პოლიტიკური ქორწინებისა და მათი გავლენების შესახებ. ადმინისტრაციის აღნიშვნით, დებატებში მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
სტუმრობისას შევნიშნეთ, რომ საკლასო ოთახებსა და სკოლის დერეფნებში დაწყებულია ბავშვების პროექტების გამოფენა. ჩვენი პროექტის ფარგლებში სკოლის ადმინისტრაციამ აქტიურად დაიწყო გამოჩენილი ქალი მხატვრების, მომღერლების, მწერლების, პოლიტიკოსების პორტრეტებისა და მათ შესახებ მცირე ისტორიების სასკოლო სივრცეში გამოფენა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით.
სკოლამ პროექტის ფარგლებში განავითარა ახალი სასწავლო კურიკულუმი, რომელიც მოიცავს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისა და გენდერული სტერეოტიპების შემცირებისკენ მიმართულ საკითხებს, მაგალითად: გენდერის თემატიკის გათვალისწინებით ნახატების, სლოგანების მომზადებასა და სასკოლო სივრცეში პრეზენტაცია-გამოფენას, ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეთა კონფერენციის ორგანიზებას, საგნობრივ კათედრებზე სკოლაში გამოყენებული სახელმძღვანელობის გენდერულ ანალიზსა და განხილვას, სახელმძღვანელოების გენდერული დისბალანსის სხვადასხვა საკლასო აქტივობით დაბალანსების საკითხებს. აგრეთვე სასკოლო საჭიროებათა კვლევას: „გენდერი, როგორც სასკოლო ხედვის მიმართულების გაუმჯობესებისათვის“, მასწავლებლებთან პერმანენტული შეხვედრების ორგანიზებას თემაზე „გენდერულად მგრძნობიარე სასკოლო გარემო“.
შეხვედრები ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) და UNFPA პროექტის „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) მიერ. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
- დეტალები
- სიახლეები
- ნახვა: 497
ზესტაფონის კერძო სკოლა " ანაბასისში" პროექტი "ვაქციოთ სკოლა გენდერული პასუხისმგებლობის მქონე დაწესებულებად" აქტიურად გრძელდება.
სკოლაში მოსწავლეებმა საინფორმაციო ტიპის შეხვედრა-დისკუსია გამართეს, რომლის მიზანი გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სტერეოტიპების დამარცხება იყო.
შეხვედრა ორგანიზებული იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) და UNFPA პროექტის „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური დახმარებით.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია აღებულია ეტალონის ონლაინ გვერდიდან.
- დეტალები
- სიახლეები
- ნახვა: 309
პროექტის „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ პარტნიორმა სკოლა "ანაბასისმა" პროექტის ფარგლებში სკოლის პედაგოგებისათვის გენდერულად მგრძნობიარე პედაგოგიკის მიდგომების შესახებ ტრენინგი განახორციელა. ტრენინგი სკოლის დირექტორმა, ქეთევან ედიბერიძემ ჩაატარა და ამასთან მან სტერეოტიპებისაგან თავისუფალი სასწავლო მიდგომების სკოლაში დანერგვა დაიწყო, რაც სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესსაც მოიცავს.
ტრენინგები პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიება ორგანიზებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) და UNFPA პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
სკოლა "ანაბასისში" ჩატარებული ტრენინგის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ ონლაინ-ჟურნალ "ეტალონის" გვერდზე.
- დეტალები
- სიახლეები
- ნახვა: 494
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) 28-29 მაისს სამუშაო შეხვედრები ჩაატარა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივი ექსპერტებისა და პროექტის ფარგლებში შერჩეული ტრენერი-დირექტორებისათვის.
შეხვედრის მიზანი იყო სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებელთა გადამზადების პროგრამებში გენდერულად მგრძნობიარე პედაგოგიური მიდგომების ასახვის განხილვა.
- დეტალები
- სიახლეები
- ნახვა: 358
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) 28-29 აპრილს ჩაატარა სამუშაო შეხვედრა საქართველოს კერძო და საჯარო უნივერსიტეტების განათლების მეცნიერებების პროგრამებისა და მასწავლებელთა მომზადების პროგრამების წარმომადგენლებთან.
- დეტალები
- სიახლეები
- ნახვა: 413
„ასე გამოდის, არ ვენდობით არავის. ფაქტობრივად, სამინისტრო არჩევს მასწავლებელსაც კი. მალე სამინისტრო იქნება სკოლები და გაკვეთილებსაც სამინისტრო ჩაატარებს“, – ასე აფასებს განათლების სპეციალისტი შალვა ტაბატაძე „ბათუმელებთან“ განათლების სამინისტროს ახალ ინიციატივას, რომელიც სკოლებში მასწავლებლის დასაქმების ახალ წესს ეხება. ის ინტერვიუში იმ მექანიზმებზეც საუბრობს, რაც სკოლის დეცენტრალიზაციას გაზრდიდა და არ გააძლიერებდა ცენტრალურ ვერტიკალს.
- დეტალები
- სიახლეები
- ნახვა: 366
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმმა (CCIIR) პროგრამის „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში სასაკოლო სახელმძღვანელოების ავტორთა სამდღიანი ვორქშოპი ჩაატარა.
- დეტალები
- სიახლეები
- ნახვა: 753
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის ცენტრის – CCIIR მიერ განხორციელდა კვლევა, პროექტის „გენდერული თანასწორობის ასახვა სასკოლო სახელმძღვანელოებში“ (პროგრამა „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“) ფარგლებში, UN WOMEN-სა და UNFPA-ს ფინანსური მხარდაჭერით. კვლევის მნიშვნელობასა და შედეგებზე გვესაუბრება განათლების საკითხების სპეციალისტი, კვლევის „გენდერული თანასწორობის ასახვა სასკოლო სახელმძღვანელოებში“ ერთ-ერთი ავტორი ნათია გორგაძე.
- დეტალები
- სიახლეები
- ნახვა: 419
CCIIR-მა სასკოლო სახელმძღვანელოების გენდერული ანალიზის კვლევის შედეგები საზოგადოებას წარუდგინა. კვლევა ჩატარდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის "ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. კვლევის მიზანი გახლდათ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული და რეკომენდებული საგანმანათლებლო რესურსების შესაბამისობის დადგენა გენდერული თანასწორობის პრინციპებთან.