• გენდერი და ეკონომიკა, ბიზნესი და მეწარმეობა

„ქალთა ფონდი საქართველოში“ აცხადებს სათემო გრანტების კონკურსს გურიაში, რაჭაში, კახეთსა და იმერეთში არსებული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის. საგრანტო პროგრამა მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს ქალთა და ქვიარ თემის იმ ინიციატივებს, რომლებიც ემსახურება ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კერძოდ, პრიორიტეტული თემები იქნება: ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, აუნაზღაურებელი შრომის ტვირთის შემსუბუქება, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის წახალისება, გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების გაზრდა, შშმ ქალთა უფლებების რეალიზების ხელშეწყობა, მეწარმე ქალთა გაძლიერება, ომის გენდერული ასპექტები.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ საიტზე.