- დეტალები
- ელექტრონული რესურსები
- ნახვა: 472
- გენდერული სტატისტიკა
ქალი და კაცი საქართველოში, 2020 წლის გენდერული სტატისტიკა
- დეტალები
- ელექტრონული რესურსები
- ნახვა: 463
- გენდერული სტატისტიკა
ქალი და კაცი საქართველოში. 2021 წლის გენდერული სტატისტიკა.
ანგარიშის ელექტრონული ვერსია
- დეტალები
- ელექტრონული რესურსები
- ნახვა: 424
- სხვადასხვა
რეგიონული კვლევა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის შესახებ ჩატარდა ევროპის საბჭოსა და ევროპული კომისიის ძირითადი მიზნების საპასუხოდ, აღნიშნულ ქვეყნებში ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის გასაზრდელად.
- დეტალები
- ელექტრონული რესურსები
- ნახვა: 401
- გენდერი და ეკონომიკა, ბიზნესი და მეწარმეობა
კვლევა ჩატარდა 2020 წელს ფონდი "პური მსოფლიოსთვის" მიერ მხარდაჭერილი მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის პროექტის "ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისათვის" ფარგლებში.
- დეტალები
- ელექტრონული რესურსები
- ნახვა: 413
- სხვადასხვა
პუბლიკაცია „გენდერული თანასწორობა საქართველოში − ბარიერები და რეკომენდაციები” შეიქმნა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ინიციატივით, მრავლისმომცველი თვისებრივი კვლევის საფუძველზე, რომელიც პირველად 2017 წელს ჩვენი პარტნიორი დონორების მხარდაჭერით ჩატარდა და წარმოადგენს სექტორში მოღვაწე ორგანიზაციებისა თუ ექსპერტების მთავარ მიგნებებსა და მოსაზრებებს საკანონმდებლო ჩარჩოსა და აღსრულებაში გენდერული პერსპექტივის უზრუნველყოფისათვის.
კვლევა ორი ნაწილისგან შედგება − პირველი ნაწილი მოიცავს საკითხებს, როგორიცაა: გენდერული თანასწორობის სახელმწიფო მექანიზმები, დისკრიმინაცია, ქალთა მიმართ ძალადობა, პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობა და ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება, ასევე, გენდერული ბიუჯეტირება, გენდერული აუდიტი და გენდერული გავლენის შეფასება; მეორე ნაწილში კი გაერთიანდა ისეთი საკითხები, როგორიცაა: ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, შრომითი უფლებები, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, გენდერული თანასწორობა განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში.
ინფორმაციის წყარო:UNFPA Georgia
- დეტალები
- ელექტრონული რესურსები
- ნახვა: 376
- ალტერნატიული ანგარიშები
წიგნი წარმოადგენს 2008 წლის ევროკავშირის განვითარების პოლიტიკის გენდერულ ანალიზს. წიგნში წარმოდგენილია პოლიტიკური, იურიდიული და სოციალურ-ეკონომიკური პირობები ქალთა პოლიტიკის თვალსაზრისით, განვითარების პოლიტიკის გენდერული პერსპექტივები და რეკომენდაციები ევროგაერთიანების კომისიის, პარლამენტისა და ევროგაერთიანების წევრი ქვეყნებისათვის.
- დეტალები
- ელექტრონული რესურსები
- ნახვა: 357
- ალტერნატიული ანგარიშები
ევროკავშირის განვითარების პოლიტიკის გენდერულ ანალიზის პირველი გამოცემა, რომელიც "ქალთა საინფორმაციო ცენტრში" მომზადდა. დოკუმენტი მოიცავს პოლიტიკურ, იურიდიულ და სოციალურ პირობებს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის თვალსაზრისით, ფინანსურ პერსპექტივებს, რეკომენდაციებსა და ევროგაერთიანების განვითარების დახმარების გენდერულ პერსპექტივებს.
- დეტალები
- ელექტრონული რესურსები
- ნახვა: 398
- ალტერნატიული ანგარიშები
გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის (CEDAW) ალტერნატიული ანგარიში
ანგარიში ხელმიჯსაწვდომია შემდეგ ბმულზე
- დეტალები
- ელექტრონული რესურსები
- ნახვა: 367
- სხვადასხვა
ნაშრომი მომზადებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, გაეროს ერთობლივი პროექტის „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საქართველოში“ (UN Joint Programme “Transforming Social Protection for Persons with Disabilities in Georgia”) ფარგლებში, „ერთობლივი მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის“ (Joint SDG Fund) მხარდაჭერით.
კვლევის მიზანია, გააანალიზოს არსებული მონაცემები იმ სირთულეების გასარკვევად, რომლებსაც საქართველოში შშმ ქალები და შშმ ბავშვები აწყდებიან. კვლევაში მოცემულია საქართველოში შშმ პირების, განსაკუთრებით კი შშმ ქალებისა და შშმ ბვშვების მდგომარეობის მიმოხილვა დემოგრაფიის, განათლების, დასაქმების, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალურ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის, უსაფრთხოებისა და დანაშაულის კუთხით. ანგარიშში წარმოდგენილი მონაცემებისა და ანალიზის საფუძველზე, გაკეთებულია დასკვნები საქართველოში შშმ პირების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და გაცემულია რეკომენდაციები საქართველოში აღნიშნული პირების შესახებ მონაცემების შეგროვებასთან დაკავშირებით.
- დეტალები
- ელექტრონული რესურსები
- ნახვა: 375
- სახალხო დამცველის ანგარიშები გენდერთან დაკავშირებით
სახალხო დამცველის წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს გენდერული თანასწორობის ეროვნული მექანიზმების - გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს, საქართველოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის და მასში შემავალი უწყებების მიერ გენდერული თანასწორობის მისაღწევად გადადგმული ნაბიჯების ეფექტიანობის შეფასებას პოლიტიკის ყველა სფეროში. სახალხო დამცველის აპარატმა გენდერული თანასწორობის ეროვნული ინსტიტუციური მექანიზმების მუშაობა შეაფასა პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმისა და, გენდერული თანასწორობის ევროპული ინსტიტუტის (EIGE) მიერ შემუშავებულ ინდიკატორებზე დაყრდნობით.
წყარო: საქართველოს სახალხო დამცველი
- დეტალები
- ელექტრონული რესურსები
- ნახვა: 368
- სხვადასხვა
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მოამზადა კვლევის ანგარიში ქვემო ქართლში ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკასთან დაკავშირებით. ანგარიში მომზადდა პლატფორმა "სალამთან" თანამშრომლობით, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის, „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
კვლევის განხორციელების მიზანს წარმოადგენდა ადრეულ ასაკში ქორწინების მხარდამჭერი მშობლების მოსაზრებების და მათ გადაწყვეტილებებში არსებული სიღრმისეული მიზეზების შესწავლა.
- დეტალები
- ელექტრონული რესურსები
- ნახვა: 378
- სხვადასხვა
კვლევის "ეკონომიკური ძალადობა- შეუსწავლელი პრობლემა" ანალიზის დოკუმენტი.
წყარო: საფარი