სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) 28-29 მაისს სამუშაო შეხვედრები ჩაატარა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივი ექსპერტებისა და  პროექტის ფარგლებში შერჩეული ტრენერი-დირექტორებისათვის.

შეხვედრის მიზანი იყო სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებელთა გადამზადების პროგრამებში გენდერულად მგრძნობიარე  პედაგოგიური მიდგომების ასახვის განხილვა.

შეხვედრაში მონაწილე ტრენერი- დირექტორები  პროექტის ფარგლებში შერჩეული 100 საჯარო და კერძო სკოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებს გადაამზადებენ. გადამზადების პროცესი სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან  მასწავლებელთათვის გენდერულად მგრძნობიარე პედაგოგიური მიდგომებისა და აქტივობების სწავლების კუთხით მიმდინარე წლის ზაფხულში გაგრძელდება.  გარდა ამისა, მასწავლებელთა სახლის საგნობრივი ექსპერტები შეიმუშვებენ  გენდერული სტერეოტიპებისაგან თავისუფალ, ინტერკულტურულად მგრძნობიარე სატრენინგო პროგრამებს და შერჩეული სკოლების გადამზადების პროცესში თავადაც  აქტიურად ჩაერთვებიან.

 აღნიშნული სამუშაო შეხვედრა ორგანიზებულ იქნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) და UNFPA პროექტის „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“  ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) მიერ.  შეხვედრა განხორციელდა  ევროკავშირის  ფინანსური მხარდაჭერით.