პროექტის „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ პარტნიორმა სკოლა "ანაბასისმა" პროექტის ფარგლებში  სკოლის პედაგოგებისათვის გენდერულად მგრძნობიარე პედაგოგიკის მიდგომების შესახებ ტრენინგი განახორციელა. ტრენინგი სკოლის დირექტორმა, ქეთევან ედიბერიძემ ჩაატარა და ამასთან მან სტერეოტიპებისაგან თავისუფალი სასწავლო მიდგომების სკოლაში დანერგვა დაიწყო, რაც სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესსაც მოიცავს.

ტრენინგები პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიება ორგანიზებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) და UNFPA პროექტის  ფარგლებში,  ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

სკოლა "ანაბასისში" ჩატარებული ტრენინგის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ ონლაინ-ჟურნალ "ეტალონის" გვერდზე.