ზესტაფონის კერძო სკოლა " ანაბასისში" პროექტი "ვაქციოთ სკოლა გენდერული პასუხისმგებლობის მქონე დაწესებულებად" აქტიურად გრძელდება. 

სკოლაში მოსწავლეებმა საინფორმაციო ტიპის შეხვედრა-დისკუსია გამართეს, რომლის მიზანი გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სტერეოტიპების დამარცხება იყო. 

შეხვედრა ორგანიზებული იყო  გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) და UNFPA პროექტის „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება  ევროკავშირის  ფინანსური დახმარებით.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია აღებულია ეტალონის ონლაინ გვერდიდან.