• ჩვენ შესახებ
  • სიახლე
  • პოსტები
      • Back
      • ღონისძიებები
      • პროგრამები
      • განცხადებები
      • მომხმარებლის რესურსები
  • რესურსები
  • მომხმარებლები
  • კონტაქტი
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

სოციალური სარეკლამო რგოლები გენდერული თანასწორობის შესახებ

დეტალები
საიტის ადმინისტრაცია
ვიდეო რესურსები
20 თებერვალი 2023
ნახვა: 1117

🎥 პროექტის ფარგლებში „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ საქართველოს სამი სამიზნე რეგიონის (თბილისი, გურია, იმერეთი) მოსწავლეებმა გენდერული თანასწორობის შესახებ სოციალური სარეკლამო რგოლები მოამზადეს.კუნკურსის შედეგად შეირჩა 10 გამარჯვებული ვიდეო. ▶️ კონკურსი ჩატარდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) და UNFPA პროექტის „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ⏺ აღნიშნული ვიდეო-რგოლები წარმოადგენს ორგანიზაცია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) პასუხისმგებლობას და, შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მოსაზრებებს.

 

 

fShare

რადიო გადაცემა "ქალები ცვლილებებისათვის"

დეტალები
ელენე ჯაჯანიძე
ვიდეო რესურსები
16 ნოემბერი 2022
ნახვა: 1016

 გადაცემა გადაცემათა ციკლიდან "ქალები გენდერული თანასწორობისთვის"

გადაცემას მასპინძლიბს სოფელ ქვემო ბოლნისის პირველი საჯარო სკოლი ქართული ენის პედაგოგი ქალბატონო ლალი ასლამაზაშვილი-დალაქიშვილი.

ის  გადაცემაში საუბრობს იმ მიღწევებზე, როლებიც პედაგოგიური გამოცდილების მანძილზე მიუღია, გენდერულ თანასწორობასა და ასევე ახალ გატაცებაზე, მხატვრობაზე,რომელიც კიდევ უფრო მრავალმხრივ საინტერესოს ხდის მის პიროვნებას. 

წყარო:Radio WW

გადაცემის ნახვა შეგიძლიათ აქ:

 

fShare

რა არის 8 მარტი?

დეტალები
ელენე ჯაჯანიძე
ვიდეო რესურსები
11 აგვისტო 2022
ნახვა: 990

უფლებებისათვის ბრძოლის დღე თუ ყვავილებით და სუნამოთი გამოხატული ქალებისადმი „პატივისცემა“?.. გადაცემაში - „ფემინსტრიმი“ ანუ „გენდერული ამბები +“. გადაცემა მომზადებულია რადიო თავისუფლების, ქალთა ფონდისა და ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის ერთობლივი ძალებით და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან პარტნიორობით. დღეს მარინა ვაშაყმაძესთან ერთად გადაცემას უძღვება ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი იდა ბახტურიძე. სტუმრები არიან: თეო ხატიაშვილი, კინომცოდნე და ფემინისტი და სამოქალაქო აქტივისტი თინა მახათაძე. რუბრიკა „ფემინისტური მუსიკა“ მიჰყავს ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრ ლილი მამულაშვილს.

გადაცემის საყურებლად  და მოსასმენად მიჰყევით ბმულს.

fShare

გოგონები თამაშობენ ფეხბურთს/ მრავალფეროვნების სახეეები

დეტალები
ელენე ჯაჯანიძე
ვიდეო რესურსები
10 ივნისი 2022
ნახვა: 1008
  • სხვადასხვა

,,თავიდან როცა დავიწყე მუშაობა ფეხბურთის მწვრთნელად ჩვენს სოფელში, სულ ბიჭები დადიოდნენ. პირველ დღეს, როცა ვთქვი, რომ გოგოებიც უნდა მოსულიყვნენ თამაშზე, ატყდა ერთი ამბავი: ბიჭები ამბობდნენ - როგორ? გოგოების ადგილი ფეხბურთში არ არის და ასე შემდეგ." - ამბობს ჩვენი ვიდეოს ერთ-ერთი გმირი, არამ აკოფიანი. თუმცა, ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და დღეს გოგოები რეგულარულად ვარჯიშობენ და თამაშობენ ფეხბურთს.

არამი წითელსოფელში (მარნეულის მუნიციპალიტეტი) ცხოვრობს. ეთნიკური სომხებით, აზერბაიჯანელებით და ქართველებით დასახლებულ სოფლებს ერთმანეთისგან სულ 17 ნაბიჯი აშორებს.

სოფელ მარადისის ქართულენოვან სკოლაში, დები, ნათია და ნინო გუსეინოვები სწავლობენ. მათაც საფეხბურთო ლიგა ჩამოაყალიბეს და ასე შეაქვთ თავიანთი წვლილი ქალების გაძლიერების საქმეში.

ვიდეო მომზადებულია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) მიერ ევროპული წვლილი დემოკრატიისთვის (EED) მხარდაჭერით.

 

fShare

გენდერული თანასწორობა - როგორ აღმოვფხვრათ გენდერული სტერეოტიპები საკლასო გარემოში

დეტალები
ელენე ჯაჯანიძე
ვიდეო რესურსები
08 ივნისი 2022
ნახვა: 1014
  • სხვადასხვა
fShare

ანიმაცია "ნაადრევი ქორწინება"

დეტალები
ელენე ჯაჯანიძე
ვიდეო რესურსები
31 მაისი 2022
ნახვა: 1165
  • სხვადასხვა

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის მიერ მომზადებული ანიმაცია. 

პროექტი განხორციელდა პროგრამის “თანამშრომლობა ოჯახის გაძლიერებისთვის საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში ევროკავშირის და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური ხელშეწყობით.

fShare

ადრეული ქორწინება საქართველოში

დეტალები
საიტის ადმინისტრაცია
ვიდეო რესურსები
31 მაისი 2022
ნახვა: 1390
  • სხვადასხვა

მოკლემეტრაჟიანი ფილმი ნაადრევი ქორწინების შესახებ, რომელიც თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრი-სტუდენტების მიერ მომზადდა და ასახავს ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ადრეული ქორწინების აქტუალურ პრობლემასა და მისი მოგვარების შესაძლო გზებს.

თსუ ახალგაზრდული ცენტრი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე -7 კორპუსში (მისამართი: ქ.წამებულის №55) დაფუძნდა, რომელიც სომეხ, აზერბაიჯანელ და ქართველ სტუდენტებს აერთიანებს და მათ სხვადასხვა საინტერესო საქმიანობაში თუ ახალგაზრდულ აქტივობებში რთავს. 

 ნაადრევი ქორწინების შესახებ ფილმი მომზადდა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები არიან „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ CCIIR და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლებიც თსუ ახალგაზრდული ცენტრის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ.

fShare
შემოგვიერთდით ფეისბუქზე

კატეგორიები (პოსტები)

  • ღონისძიებები
  • პროგრამები
  • განცხადებები
  • მომხმარებლის რესურსები

კატეგორიები (რესურსები)

  • PDF / PPT რესურსები
  • ვიდეო რესურსები
  • აუდიო რესურსები
სეგმენტი

ავტორები

AZhaCeuKnYyODI
mnAFrJvMJlcwW PtcxpkpDgoWPRhj

0 პოსტი

xFWbtTBF
RoBGizjr WYVFDQeFDELg

0 პოსტი

rusudani
რუსუდან კვერნაძე

0 პოსტი

Natia123
ნათია ქველაძე

0 პოსტი

gqCTHMXUWVrbN
SjpQaHkjD AZLcAnxjLSlRW

0 პოსტი

ყველა ავტორი
  • როგორ ვისარგებლოთ
  • კონფიდენციალობის პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • როგორ ვისარგებლოთ
  • კონფიდენციალობის პოლიტიკა
  • წესები და პირობები
Copyright © 2022 CCIIR. Created by WEBIT