- დეტალები
- ელენე ჯაჯანიძე
- PDF / PPTრესურსები
- ნახვა: 917
ავტორი: ნინო ხარატიშვილი
წერილი პირველად გამოქვეყნდა Das Magazin-ზე.
გერმანულიდან ქართულ ენაზე ტექსტი თარგმნა მაია ბადრიძემ.
[...] სამყარო, რომელშიც გავიზარდე, ქალებისა იყო, ამ სამყაროს მამოძრავებელი ძალაც ქალი იყო, მაგრამ ქალი არაფერს განსაზღვრავდა, ამიტომაც ისე იქცეოდა, თითქოს ვერაფერს განსაზღვრავდა. „კაცი თავია, ქალი - კისერი, ქალი საითაც მოინდომებს, კაცს იქით მიატრიალებს“ - ასეთი იყო ერთ-ერთი გამონათქვამი, ბავშვობაში სულ რომ მესმოდა ხოლმე. ამას ქალები ისეთი მზაკვრული ღიმილით ამბობდნენ და თვალებშიც ისეთი უცნაური სხივი გაუკრთებოდათ ხოლმე, თითქოს რაღაც იცოდნენ, რაღაც ისეთი, რაც მე ჯერ არ გამეგო და რაც არც კაცებს უნდა სცოდნოდათ. ამ ფრაზას იმეორებდნენ ქალები, რომლებიც დამოუკიდებლები, განათლებულები, ძლიერები, მებრძოლები, გაბედულები იყვნენ და ყველა ის თვისება ჰქონდათ, რომლებსაც მეც ვისურვებდი და მაინც, ამას ქალები იმგვარი დაჟინებით იმეორებდნენ, რომელსაც ბრმა რწმენა კვებავს. პატარა რომ ვიყავი, არც ამ წინადადებას და არც სხვა დანარჩენს, დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად რომ მაცბუნებდა, არ ჩავძიებივარ, მაგალითად, იმას, რომ საკუთარი ქმრისთვის მუდამ ამოუცნობ საიდუმლოს უნდა წარმოადგენდე და ეს მისი შენარჩუნების საუცხოო მეთოდია; ან ის, რომ კაცს ღალატი ეპატიება, ქალს კი - არა, რადგან კაცებს ინსტინქტები უფრო მეტად მართავს, ვიდრე ქალებს და თან „მორალური სიწმინდე“ ქალის ერთგვარ ვალდებულებადაც მიაჩნდათ. ეს იყო ჩრდილოვანი ადგილებით სავსე ილუზიური სამყარო, სადაც ქალებს თავი ისე ეჭირათ, თითქოს უფრო სულელები და სუსტები იყვნენ, ვიდრე სინამდვილეში იყო და სადაც კაცები - მუდამ „ინსტინქტურები“, „ცხოველურები“ და „აგრესიულები“ - უმეცრებასა და გაურკვევლობაში უნდა გყოლოდა, რადგან ეს უცნაური ნეხევარსიმართლე ქალის ნამდვილი ძალაუფლება იყო.
- დეტალები
- მარიამ ქართველიშვილი
- PDF / PPTრესურსები
- ნახვა: 917
- დეტალები
- ელენე ჯაჯანიძე
- PDF / PPTრესურსები
- ნახვა: 919
- სხვადასხვა
სტატია ეხება მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინებით გლობალური ჯანდაცვის საზოგადოებისადმი სტრატეგიული შესაძლებლობის შეთავაზებას, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების განვითარებას, გენდერული თანასწორობის გაძლიერებას და ყველასათვის თანაბრად მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის მიღწევის შესაძლებლობების შექმნას.
სტატია ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე და წარმოდგენილია პდფ- ფაილის სახით.
- დეტალები
- ელენე ჯაჯანიძე
- PDF / PPTრესურსები
- ნახვა: 1284
- სხვადასხვა
წინამდებარე ნაშრომი შექმნილია 2018 წელს, პროექტ "ქალთა ემანსიპაცია საქართველოში" ფარგლებში. პროექტი მცირე საგრანტო, სტუდენტურ პროექტებს მიეკუთვნებოდა და განხორციელდა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში.
პროექტის გამარჯვებულმა სტუდენტებმა იკვლიეს ქალთა ემანსიპაციის საკითხი საქართველოში და მათი კვლევა ნაშრომის სახით გამოიცა როგორც ელექტრონულად, ისე ბეჭდური სახით. PITA პროგრამას ახორციელებდა საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAD) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია გახლდათ სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR).