- დეტალები
- ელენე ჯაჯანიძე
- ვიდეო რესურსები
- ნახვა: 1104

- სხვადასხვა
სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის მიერ მომზადებული ანიმაცია.
პროექტი განხორციელდა პროგრამის “თანამშრომლობა ოჯახის გაძლიერებისთვის საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში ევროკავშირის და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური ხელშეწყობით.
- დეტალები
- საიტის ადმინისტრაცია
- ვიდეო რესურსები
- ნახვა: 1294

- სხვადასხვა
მოკლემეტრაჟიანი ფილმი ნაადრევი ქორწინების შესახებ, რომელიც თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრი-სტუდენტების მიერ მომზადდა და ასახავს ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ადრეული ქორწინების აქტუალურ პრობლემასა და მისი მოგვარების შესაძლო გზებს.
თსუ ახალგაზრდული ცენტრი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე -7 კორპუსში (მისამართი: ქ.წამებულის №55) დაფუძნდა, რომელიც სომეხ, აზერბაიჯანელ და ქართველ სტუდენტებს აერთიანებს და მათ სხვადასხვა საინტერესო საქმიანობაში თუ ახალგაზრდულ აქტივობებში რთავს.
ნაადრევი ქორწინების შესახებ ფილმი მომზადდა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები არიან „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ CCIIR და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლებიც თსუ ახალგაზრდული ცენტრის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ.