• ჩვენ შესახებ
  • სიახლე
  • პოსტები
      • Back
      • ღონისძიებები
      • პროგრამები
      • განცხადებები
      • მომხმარებლის რესურსები
  • რესურსები
  • მომხმარებლები
  • კონტაქტი
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

ადრეული ქორწინება საქართველოში

დეტალები
საიტის ადმინისტრაცია
ვიდეო რესურსები
31 მაისი 2022
ნახვა: 1390
  • სხვადასხვა

მოკლემეტრაჟიანი ფილმი ნაადრევი ქორწინების შესახებ, რომელიც თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრი-სტუდენტების მიერ მომზადდა და ასახავს ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ადრეული ქორწინების აქტუალურ პრობლემასა და მისი მოგვარების შესაძლო გზებს.

თსუ ახალგაზრდული ცენტრი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე -7 კორპუსში (მისამართი: ქ.წამებულის №55) დაფუძნდა, რომელიც სომეხ, აზერბაიჯანელ და ქართველ სტუდენტებს აერთიანებს და მათ სხვადასხვა საინტერესო საქმიანობაში თუ ახალგაზრდულ აქტივობებში რთავს. 

 ნაადრევი ქორწინების შესახებ ფილმი მომზადდა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები არიან „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ CCIIR და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლებიც თსუ ახალგაზრდული ცენტრის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ.

fShare

მოსწავლეთა შედეგები საერთაშორისო და ეროვნულ შეფასებებში სქესის მიხედვით

დეტალები
შალვა ტაბატაძე
PDF / PPTრესურსები
30 მაისი 2022
ნახვა: 1024
fShare

მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამა

დეტალები
საიტის ადმინისტრაცია
პროგრამები
13 აპრილი 2022
ნახვა: 1226
  • სხვადასხვა

მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამა ემსახურება ქალთა მეწარმეობისა და ბიზნესში მონაწილეობის ხელშეწყობას საწარმოებისათვის საჭირო ფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზით. პროგრამის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესით დაკავებული ქალების დაფინანსებაზე წვდომის უზრუნველყოფა მათი საწარმოების მდგრადი განვითარებისა და სამუშაო ადგილების შემქნის მიზნით; ქალების მიერ მართული მცირე და საშუალო ბიზნესისათვის განკუთვნილი სპეციფიკური, მდგრადი ფინანსური პროდუქტის შექმნა; ქალების მფლობელობაში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საკონსულტაციო სერვისებსა და ნოუ-ჰაუზე წვდომაში დახმარების აღმოჩენა.

ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, შერჩეული პარტნიორი საფინანსო ინსტიტუტები გამოყოფენ 43,4 მილიონი ევროს მოცულობის საკრედიტო ხაზს ქალების მიერ მართული მცირე და საშუალო ბიზნესისათვის სესხის გასაცემად. სესხად გასაცემი თანხის საშუალო მოცულობაა დაახლოებით 15000 ევრო, ხოლო მაქსიმალური მოცულობა – ერთი მილიონი ევრო. დაგეგმილია დაახლოებით 3000 სესხის გაცემა ქალების მიერ მართული მცირე და საშუალო ბიზნესისათვის 12 პარტნიორი საფინანსო ინსტიტუტის მეშვეობით.

წყარო: თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან

 

fShare

სწავლება სტერეოტიპებისაგან თავისუფალ საკლასო გარემოში

დეტალები
საიტის ადმინისტრაცია
ღონისძიებები
01 აპრილი 2022
ნახვა: 1192
stereotypes
  • სხვადასხვა

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი პროგრამის „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში აცხადებს საჯარო და კერძო სკოლებისათვის კონკრუსს სასკოლო მრავალფეროვნებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით. 

fShare

გვერდი 4 სულ 4

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
შემოგვიერთდით ფეისბუქზე

კატეგორიები (პოსტები)

  • ღონისძიებები
  • პროგრამები
  • განცხადებები
  • მომხმარებლის რესურსები
სეგმენტი

ავტორები

khatuna iremadze
khatuna iremadze

0 პოსტი

qetevan
qetevan chitashvili

0 პოსტი

სალომე
სალომე აბრამიშვილი

0 პოსტი

ელენე ჯაჯანიძე
ელენე ჯაჯანიძე

14 პოსტი

tzVkRDHuBCss
uRTjcMqshRZzib ALRIoewYnv

0 პოსტი

ყველა ავტორი
  • როგორ ვისარგებლოთ
  • კონფიდენციალობის პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • როგორ ვისარგებლოთ
  • კონფიდენციალობის პოლიტიკა
  • წესები და პირობები
Copyright © 2022 CCIIR. Created by WEBIT