- დეტალები
- შალვა ტაბატაძე
- პოსტები
- ნახვა: 858
სტატია საქართველოს სასკოლო სახელმძღვანელოების გენდერული სოციალიზაციის შესახებ გამოქვეყნდა ჟურნალში "Journal for Multicultural Education". სტატია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://www.emerald.com/insight/content/doi/10.1108/JME-05-2022-0065/full/html
- დეტალები
- gender ge
- ღონისძიებები
- ნახვა: 829
- სხვადასხვა
2022 წლის 6-9 ოქტომბერს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) გიწვევთ თბილისში ფემინისტურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად.
ფემინისტური ფორუმი არის ინიციატივა უსაფრთხო სივრცის და ინტერდისციპლინური ქსელის შექმნისა, რომელიც სოციალურ თეორიასა და პრაქტიკაზე ფემინისტური რეფლექსიისთვის ერთმანეთთან დააკავშირებს მკვლევრებს, აქტივისტებს, სტუდენტებს, სათემო და სახელოვნებო ორგანიზაციების, ფორმალური და არაფორმალური კოლექტივების წევრებს. ფემინისტური ფორუმის მიზანს ცოდნის, გამოცდილებისა და იდეების გაზიარების, კრიტიკული ანალიზისა და მსჯელობისთვის უსაფრთხო სივრცის შექმნის გზით, ინტერსექციური და სოლიდარობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენს.
ფორუმის წლევანდელი თემატიკა განსაკუთრებით საყურადღებო იქნება ფემინისტი და ქვიარ აქტივისტებისა და მათთვის, ვისაც აინტერესებს კულტურის კვლევების, ფსიქოლოგიის, ურბანისტიკის, ეკოლოგიის და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით სოციალური კვლევის გენდერული ასპექტები.
ფორუმის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ლინკზე.
- დეტალები
- gender ge
- განცხადებები
- ნახვა: 84
- სხვადასხვა
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) 2022 წლის 28 იანვრიდან ახორციელებს პროექტს „ გენდერზე ორიენტირებული პედაგოგიკა თანაბარი განათლების შესაძლებლობებისთვის“, პროექტი მიმდინარეობს პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში, რომელიც
ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR)პროექტის ფარგლებში ჩართული სკოლების მონიტორინგისა და შეფასებისათვის აცხადებს მომსახურების შეთავაზებების მიღებას. განაცხადის გამოგზავნა შეუძლიათ განათლების სპეციალისტებს, ტრენერ-კონსულტანტებს, პედაგოგებს. შერჩეული კანდიდატი შეაფასებს პროექტში ჩართულ 20 სკოლას, თუ როგორ სრულდება გენდერულად დაბალანსებული და სტერეოტიპებისაგან თავისუფალი სწავლება.
განაცხადი შეგიძლიათ წარმოადგინოთ თავისუფალი ფორმით, სადაც მოკლედ აჩვენებთ საგანმანათლებლო სფეროში თქვენს გამოცდილებას და უფრო მეტად დეტალურად- თქვენს ხედვას გენდერული მგრძნობელობის თვალსაზრისით სკოლის შეფასების კრიტერიუმებსა და მიდგომებთან დაკავშირებით.
განაცხადის მიღების ვადებია: 2022 წლის 29 აგვისტოდან- 2022 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით.
განაცხადის გამოგზავნას შეძლებთ ელექტრონულ მისამართზე:
- დეტალები
- შალვა ტაბატაძე
- რესურსები
- ნახვა: 1067
სტატია საქართველოს სასკოლო სახელმძღვანელოებში გენდერული საკიტხების ასახვისა და გენდერული სოციალიზაციის განვიტარების მოდელზე გამოქვეყნდა ჯურნალში "Journal for Multicultural Education". სტატია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: https://www.emerald.com/insight/content/doi/10.1108/JME-05-2022-0065/full/html
- დეტალები
- gender ge
- განცხადებები
- ნახვა: 1082
- გენდერი განათლებაში
კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა, პროექტის Socialresearch.ge-ის ფარგლებში, აცხადებს სტატიების მიღებას აკადემიური კრებულისთვის ,,სოციალური კვლევა". ჟურნალის პირველი ნომერი ეძღვნება ფემინიზმისა და გენდერული დემოკრატიის თემატიკას.
ჟურნალის პირველი ნომერი ეთმობა ფემინიზმისა და გენდერული დემოკრატიის მიმართულებას. სტატიები შესაძლოა შეეხოს გენდერული თანასწორობის, მათ შორის პოლიტიკურ და საჯარო დისკურსში სოციო-ეკონომიკური განვითარების გენდერული ასპექტების საკითხებს, სექსუალურ და რეპროდუქციულ უფლებებს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს, საჯარო დღის წესრიგში არსებული პრობლემების ანალიზს ქვიარ/ფემინისტური პერსპექტივიდან, ულტრამემარჯვენე ჯგუფების და ნარატივების გავრცელებას და სხვ.
აბსტრაქტების გადმოგზავნის ბოლო ვადაა: 14 სექტემბერი, 2022. დეტალური ინფორმაცია გამოცემის შესახებ იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://platforma.ge/?p=7571&fbclid=IwAR33hp4-DXXUtYdLMJIFwjRQ7YOVnXwvBTcQtQEa5bjA20y_-bblY2Qofn4
- დეტალები
- მარიამ ქართველიშვილი
- პოსტები
- ნახვა: 804
საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში "ქალთა უფლებრივი მდგომარეობა და გენდერული თანასწორობა"
- დეტალები
- ელენე ჯაჯანიძე
- PDF / PPTრესურსები
- ნახვა: 917
ავტორი: ნინო ხარატიშვილი
წერილი პირველად გამოქვეყნდა Das Magazin-ზე.
გერმანულიდან ქართულ ენაზე ტექსტი თარგმნა მაია ბადრიძემ.
[...] სამყარო, რომელშიც გავიზარდე, ქალებისა იყო, ამ სამყაროს მამოძრავებელი ძალაც ქალი იყო, მაგრამ ქალი არაფერს განსაზღვრავდა, ამიტომაც ისე იქცეოდა, თითქოს ვერაფერს განსაზღვრავდა. „კაცი თავია, ქალი - კისერი, ქალი საითაც მოინდომებს, კაცს იქით მიატრიალებს“ - ასეთი იყო ერთ-ერთი გამონათქვამი, ბავშვობაში სულ რომ მესმოდა ხოლმე. ამას ქალები ისეთი მზაკვრული ღიმილით ამბობდნენ და თვალებშიც ისეთი უცნაური სხივი გაუკრთებოდათ ხოლმე, თითქოს რაღაც იცოდნენ, რაღაც ისეთი, რაც მე ჯერ არ გამეგო და რაც არც კაცებს უნდა სცოდნოდათ. ამ ფრაზას იმეორებდნენ ქალები, რომლებიც დამოუკიდებლები, განათლებულები, ძლიერები, მებრძოლები, გაბედულები იყვნენ და ყველა ის თვისება ჰქონდათ, რომლებსაც მეც ვისურვებდი და მაინც, ამას ქალები იმგვარი დაჟინებით იმეორებდნენ, რომელსაც ბრმა რწმენა კვებავს. პატარა რომ ვიყავი, არც ამ წინადადებას და არც სხვა დანარჩენს, დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად რომ მაცბუნებდა, არ ჩავძიებივარ, მაგალითად, იმას, რომ საკუთარი ქმრისთვის მუდამ ამოუცნობ საიდუმლოს უნდა წარმოადგენდე და ეს მისი შენარჩუნების საუცხოო მეთოდია; ან ის, რომ კაცს ღალატი ეპატიება, ქალს კი - არა, რადგან კაცებს ინსტინქტები უფრო მეტად მართავს, ვიდრე ქალებს და თან „მორალური სიწმინდე“ ქალის ერთგვარ ვალდებულებადაც მიაჩნდათ. ეს იყო ჩრდილოვანი ადგილებით სავსე ილუზიური სამყარო, სადაც ქალებს თავი ისე ეჭირათ, თითქოს უფრო სულელები და სუსტები იყვნენ, ვიდრე სინამდვილეში იყო და სადაც კაცები - მუდამ „ინსტინქტურები“, „ცხოველურები“ და „აგრესიულები“ - უმეცრებასა და გაურკვევლობაში უნდა გყოლოდა, რადგან ეს უცნაური ნეხევარსიმართლე ქალის ნამდვილი ძალაუფლება იყო.
- დეტალები
- ელენე ჯაჯანიძე
- ვიდეო რესურსები
- ნახვა: 876
უფლებებისათვის ბრძოლის დღე თუ ყვავილებით და სუნამოთი გამოხატული ქალებისადმი „პატივისცემა“?.. გადაცემაში - „ფემინსტრიმი“ ანუ „გენდერული ამბები +“. გადაცემა მომზადებულია რადიო თავისუფლების, ქალთა ფონდისა და ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის ერთობლივი ძალებით და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან პარტნიორობით. დღეს მარინა ვაშაყმაძესთან ერთად გადაცემას უძღვება ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი იდა ბახტურიძე. სტუმრები არიან: თეო ხატიაშვილი, კინომცოდნე და ფემინისტი და სამოქალაქო აქტივისტი თინა მახათაძე. რუბრიკა „ფემინისტური მუსიკა“ მიჰყავს ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრ ლილი მამულაშვილს.
გადაცემის საყურებლად და მოსასმენად მიჰყევით ბმულს.
- დეტალები
- საიტის ადმინისტრაცია
- პროგრამები
- ნახვა: 952
- სხვადასხვა
„წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: კავშირი „საფარი“, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“, „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“, „არტარეა“ და „ქალთა ფონდი საქართველოში“ ახორციელებს პროექტს „გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
პროექტის ფარგლებში „ქალთა ფონდი საქართველოში“ აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია“. კონკურსი მიზნად ისახავს ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრას.
საგრამტო განაცხადის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით გვერდზე.
- დეტალები
- gender ge
- ღონისძიებები
- ნახვა: 986
- გენდერი და ეკონომიკა, ბიზნესი და მეწარმეობა
2022 წლის 14 ივლისს, ევროკომისიამ გენდერული თანასწორობის დამცველთათვის ევროკავშირის ახალი ჯილდო დააწესა, რომელიც იმ აკადემიურ და კვლევით ორგანიზაციებს აღიარებს, რომელთაც გენდერული თანასწორობის ღონისძიებების განხორციელებაში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს.
ახალი საპრიზო სქემა მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის ინკლუზიური გეგმებისა და პოლიტიკის განვითარებას ევროპული სამეცნიერი სივრცის (ERA) ფარგლებში. ამას გარდა, კიდევ უფრო ძლიერდება მოთხოვნა უმაღლესი განათლებისა და კვლევითი ორგანიზაციების მიმართ, რომელთაც ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილეს პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპაში“ (Horizon Europe) მონაწილეობა სურთ, და მათ მიმართ მთავარ კრიტერიუმად გენდერული თანასწორობის გეგმების (GEP) არსებობა განისაზღვრება.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.